თეა ზაზაშვილი
(ფინანსური მენეჯერი)
თეა დაიბადა და ცხობრობს თბილისში. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული და ფლობს მაგისტრის დიპლომს ეკონომიკის დარგში. მოგვიანებით დახვეწა ვიწრო სპეციალიზაცია ბუღალტერიის არგში ESM ბიზნეს სკოლაში.
თეას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ბიუჯეტისა და ფინანსების მართვაში და კარგად ფლობს საბუღალტრო აღრისხვის საერთაშორისო სტანდარტებს. სხვა და სხვა წლებში მისი მომსახურებით სარგებლობდნენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიც არის შ.პ.ს. „აი ეს თელასი“, შ.პ.ს. „ნერგები და ფრესკო დორატო“, შ.პ.ს. „IVF BABIES FROM GEORGIA“ და სხვა.
განსაკუთებულად აღსანიშნავია ამ უნიჭიერესი ქალბატონის საკუთარი ლიცენზირებული ორისის პროგრამა, რომელსაც წარმატებით იყენებს არა მარტო თავად.
თეა მკვეთრად გამოხატული გუნდური მოთამაშეა, რომელიც კომპანიის ბირთვს წარმოადგენს. მის დროულ ფინანსურ ანალიზზე და ზუსტ გადაწყვეტილებზე ხომ დიდწილად არის დამოკიდებული კომპანიის წარმატება.
ელ.ფოსტა: tekusha-76@mail.ru
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მარიამ ნაჩხატაშვილი
(ესპანელი და პორტუგალიელი პაციენტების კოორდინატორი)
დაიბადა თბილისში, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა საზგვარგარეთ, სადაც დაეუფლა უცხო ენებს და შეისწავლა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანთა კულტურა. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისში, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, მოდისა და დიზაინის განხრით, თუმცა მისი მრავალმხრივი ინტერესების გამო ამ სფეროთი არ შემოფარგლულა და მოგვიანებით შეისწავლა ბისზნესის ადმინისტრირება, რაც შემდეგ წარმატებით გამოიყენა საზგვარგარეთ, კერძოდ კი პორტუგალიაში ცხოვრებისას. ბოლო 8 წლის განმავლობაში გატაცებულია ფსიქოლოგიით, რაც განსაკუთრებით ეხმარება პაციენტებთან სწორ მიდგომაში და ურთიერთობაში.
ტელ: (+995) 558 022 011