"ჯუნო სუროგაცია" საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თანამედროვე რეპროდუქტოლოგიურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სრული მომსახურების პაკეტი, რომელიც მოიცავს დონაციის და სუროგაციის პროგრამას, ინ ვიტრო განაყოფიერებას, ტრანსფერს აეროპორტიდან სასტუმრომდე ან საცხოვრებელ ბინამდე, საცხოვრებელი ბინის ან სასტუმროს შერჩევა - დაჯავშნა, მობილური ტელეფონით უზრუნველყოფას, რათა თქვენთვის უფრო კომფორტული გახდეს ჩვენთან და ექიმთან კომუნიკაცია, აგრეთვე თბილისის და მთელი საქართველოს მასშტაბით შემეცნებით ტურებს.

თქვენი მიმდინარე პროგრამის დროს,  ჩვენ დაგეხმარებით კლინიკაში ვიზიტის პარალელურად სასიამოვნოდ გაატაროთ თავისუფალი დრო. "ჯუნო სუროგაცია" - ს განმასხვავებელი ნიშანია მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და ქართული  კულტურის, ტრადიციების და  ისტორიის გაცნობა უცხოელი პაციენტებისთვის. ჩვენთან ჩამოსული თითოეული თქვენგანი თავს იგრძნობს სასურველ სტუმრად. აქ თქვენ გელოდებათ თბილი, მყუდრო და ოჯახური გარემო რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი პროგრამის შედეგისთვის. უახლეს ტექნოლოგიებსა და მაღალეფექტურ მეთოდებზე დაფუძნებული ინდივიდუალური მომსახურება, თანამედროვე სამეცნიერო დონეზე მომუშავე მაღალკვალიფიციური პერსონალი, ყოველთვის გვაძლევს  სასურველ  შედეგს.  იყავი მომდევნო, რადგან ჩვენი მომსახურებით უკვე ისარგებლა უამრავმა ადამიანმა.

მოგვმართე დღეს  და მიიღე მარალი ხარისხის  მომსახურების სრული პაკეტი, მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი, ბაზარზე არსებული ყველაზე დაბალი ფასები და, რაც მთავარია, სასურველი შედეგი.

გვინდა გიმასპინძლოთ ჯუნო სუროგაციაში  

მოგესალმებით "ჯუნო სუროგაციაში"! ჩვენ წლების მანძილზე ვაგროვებდით

გამოცდილებას, რათა მოგვეპოვებინა თქვენი ნდობა და რადგან თქვენ აქ ხართ, ესე იგი შევძელით! 

რა შეიძლება იყოს იმაზე მეტად ბუნებრივი და სასიამოვნო, ვიდრე საკუთარი, თუნდაც სუროგაციის გზით გაჩენილი, შვილის გაზრდა. არ ღირს ბარიერების აღმართვა იქ, სადაც მათი გადალახვა ადვილად შესაძლებელია. თქვენი ბედნიერების გასაღები თქვენს ხელთ აღმოჩნდება, თუ გეცოდინებათ სად ეძებოთ იგი!

ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება. ყველაზე მტკივნეულ მომენტშიც კი, როცა გგონიათ, რომ ყველაფერი დასრულდა - არ დანებდეთ, თქვენ მხოლოდ იარეთ  მიზნისკენ, აირჩიეთ სწორი გზა და  ბედნიერება შემოაბრუნეთ თქვენსკენ.

იკითხავთ - როგორ? - პასუხი ძალიან მარტივია: თუ უკვე ესტუმრეთ ჩვენს გვერდს, კითხულობთ ჩვენი საქმიანობის შესახებ - თქვენ აგირჩევიათ სწორედ ის გზა, რომელიც

გვირაბის ბოლოს კაშკაშა სინათლეს გპირდებათ.
მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ ბევრი ადამიანის ტკივილიანი ცხოვრება ბედნიერებით შევცვალეთ.

თქვენც გამოგივათ ეს, თქვენ ბედნიერებას იმსახურებთ!!!