წყვილი იტალიიდან მოგეხსენებათ იტალიაში სუროგაცია არ არის დაშვებული და ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა საქართველოდან მითხრა რომ იქ სუროგაცია კანონმდებლობით იყო დაშვებული. „საერთშორისო სუროგაციის და დონაციის სააგენტოში“ დამანახეს გზები, თუ როგორ შევძლებდი მსგავსი სერვისით მესარგებლა. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც მოგვცა საქართველოს მოქალაქეობა მე და ჩემს შვილს და დამეხმარა ჩვენს ქვეყანაში ბავშვის წაყვანაში. პატივისცემით, კ.ზ.
წყვილი ესპანეთიდან მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თქვენთან მუშაობს, ასეთი მზრუნველობა მხოლოდ ძალიან ახლობელს შეუძლია. უამრავი რუტინული სამუშაოს შემდეგ თქვენ შეუძლებელი შეძელით. ღმერთს ერთ შვილს ვთხოვდი და უკვე ტყუპების დედიკო ვარ. გისურვებთ წარმატებებს! წყვილი ამერიკიდან ა. ჯ. წყვილი დიდი ბრიტანეთიდან წყვილი თურქეთიდან წყვილი დიდი ბრიტანეთიდან მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი შევქმენით 10 წლის წინ. ერთად თანაცხოვრების დროს შეგვეძინა 2 შვილი (ბიჭი და გოგო). შემდეგ კიდევ გვქონდა სურვილი, რომ შვილები გვყოლოდა, თუმა ჩემს მეუღლეს რამდენჯერმე მუცელი მოეშალა. ეს ჩვეთვის ძალიან სტრესული აღმოჩნდა. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სუროგაციითვის მიგვემართა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ რომელი ქვეყანა იქნებოდა ჩვენთვის ყველაზე სანდო და ხელსყრელი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს იყო საქართველო. დავუკავშირდით ქალბატონ თამარს, რომელმაც ძალიან თბილად და პოზიტიურად მიგვიღო. შეგვირჩია შესანიშნავი სუროგატი დედა ირმა, რომელმაც 9 თვის შემდეგ გვაჩუქა პატარა ანგელოზი ჩარლი. მადლობა მინდა გადავუხადოთ ქალბატონ თამარს და მის მთელ გუნდს ასეთი პროფესიონალიზმისთვის ჩვენი ოცნების ასრულებისთვის. საქართველო მარლაც გასაოცარი ქვეყანაა და მომავალში აუცილებლად ვგეგმავთ კიდევ მომდევნო შვილის ყოლას. უკვე ჩვენი სუროგატი ირმა დაგვთანხმდა კვლავ იყოს ჩვენი სუროგატული დედა. ი. და ს. წყვილი თურქეთიდან წყვილი თურქეთიდან წყვილი ირანიდან წყვილი თურქეთიდან წყვილი რუსეთიდან გმადლობთ ამისთვის ლ. და ლ.
daS
დიდი მადლობა ქეთი ექიმო, თქვენ ჩემი ცხოვრება ბდნიერებით შეცვალეთ. ჩვენს ოჯახში ისევ გაისმის პატარა ბავშვის ხმა!
წყვილი ავსტრალიიდან
თუ კიდევ მქონდა რაიმეს შანსი ვერც წარმოვიდგენდი, მაგრამ თურმე ყოველთვის უნდა გქონდეს იმედი. მე მიყვარს თქვენი გუნდი, მე მიყვარს თქვენი ქვეყანა. მე თქვენ შვილი მაჩუქეთ! მე უკვე დიდი ბიჭის მამა ვარ. ეს ძალიან საამაყოა.
დიდი მადლობა ჩემო ქეთი და თამარ, თავს უფლებას მივცემ ასე მოგმართოთ ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე.
წყვილი ამერიკიდან
მადლობა ქალბატონო თამარ, რომ მე ბებიობის ბედნიერება მომანიჭეთ. ჩვენი ბიჭი თავს კარგად გრძნობენ და ყველას გვამხიარულებს.
საკმაოდ დიდ ასაკში გავხდი დედა. ეს მთლიანად „საერთაშორისო სუროგაციის და დონაციის სააგენტოს“ არაჩვეულებრივი გუნდის დამსახურებაა. ჩემი შვილი ინგლისელია და საქართველოში დაიბადა. ამ მშვენიერ ქვეყენაში ხალხიც ულამაზესია.
ეს მადლი რომ წამოგვეღო სახლში, გადავწყვიტეთ ჩვენი სოფია მართმადიდებლურად მოგვენათლა და, რა თქმა უნდა, ნათლია ქ-ნი თამარი უნდა ყოფილიყო. ასე ჩვენ სამუდამოდ კავშირი შევინარჩუნეთ საქართველოსთან და ჩვენ საყვარელ ადამიანთან.
მადლობა თამარ! ღმერთმა დაგლოცოთ!
არ ვიცი მადლობა როგორ ვთქვა! რაც თქვენმა გუნდმა ჩვენი ოჯახისთვის გააკეთეთ ამის გადმოცემა სიტყვბით შეუძლებებლია. მთელი ცხოვრება ვილოცებთ თქვენთვის.
თ. და თ.
წყვილი რუსეთიდან
თქვენ გადაარჩინეთ ჩვენი 8 წლიანი ოჯახი დანგრევისგან. ჩვენ ისევ ერთად ვართ და ვზრდით პატარს, რომელიც ქეთი ექიმმა და თამარმა გავჩუქეს.
წყვილი თურქეთიდან
საქართველოში ჩამოვედით მე და ჩემი მეუღლე და უკან ორი ულამაზესი გოგო წავიყვანეთ.
მ. და შ.
წყვილი საქართველოდან
იმდენი წელი ვმკურნალობდი უშედეგოდ, რომ ყველა იმედი გადაწურული გვქონდა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მძიმე ეკონოკური მდგომარეობის გამო ადვილი არ არის სუროგაციისთვის თანხების მოძიება. ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე კი ძალიან სტრესული იყო ჩემთვის მუდმივად კითხვების მოსმენა უშვილობის შესაებ. გადავყვიტეთ ბანკიდან სესხის აღება, რათა ჩვენი ოჯახის სრულყოფილება მოგვეპოვებინა ბავშვის სახით. ბევრი კომპანია გვთავაზობდა დახმარებას სუროგაციის კუთხით, მაგრამ ჩვენი არჩევანი მყისიერად შეჩერდა „სუროგაციის და დონაციის სააგენტოზე“ ქ-ნ თამართან და ქ-ნ ქეთევანთან შეხვედრის შემდეგ.
8 თვის განმავლობაში ძალიან დავახლოვდით, და ჩვენი ურთიერთობა ბევრად გასცდა ხელშეკრულების ნორმებს. დიახ 8 თვე, რადგან ბავშვი ნაადრევად გაჩდა. რომ არა თამარის იმედიანი მუხტი ჩვენ ამ გზას ვერ გავივლიდით მარტო. ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ ერთხმად გადავწყვიტეთ გვეთხოვა მისთვის ჩვენი შვილის ნათლია გამხდარიყო და ამით ერთგვარი მადლიერება გამოგვეხატა.
წყვილი ამერიკიდან
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში სუროგაცია ნებადართულია და საკმაოდ განვითარებული, ჩვენ მაინც საქართველოში გადავწყვიტეთ ამ პროგრამის განხორციელება. ეს არჩევანი ჩვენმა მეგობარმა გაგვაკეთებინა, და ნამდვილად არ შევცდით.
ჩვენი მასპინძელი კომპანიის პროფესიონალიზმზე შემიძლია დიდ ხანს ვისაუბრო. მაგრამ მათი მომსახურობის ხარისხმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. საბუთების დამზადება, საკონსულო მომსახურება, ყოველივე დათქმულ ვადებზე ადრე განხოლციელდა. ვერ წარმოიდგენთ როგორი კომფორტია, როდესაც ბავშვის დაბადების სიხარულს არაფერი გიფერმკრთალებს.
უდიდესი მადლობა ჩემს მეგობარს რჩევისთვის და „საერთაშორისო სუროგაციის და დონაციის სააგენტოს“ ასეთი კვალიფიციური მუშაობისთვის.
გპირდებით, რომ მეც გავაგრძელებ ტრადიციას და სოციალური ქსელით მაქსიმალურად გავავრცელებ ინფორმაციას თქვენი უსაფრთხო ქვეყნის და პროფესიონალების გუნდის შესახებ!
მრავლწლიანი მოლოდინის შემდეგ ჩვენი სურვილები ასრულდა. გმადლობთ თქვენ ამისთვის. დიდი მადლობა ლელას და იზის ისინი საუკეთესო კოორდინატორები არიან.
პატივისცემით
ჯ. და ზ.
მრავალწლიანი თანაცხოვრების მერე შეგვეძინა პატარა ბიჭი, რომელმაც თქვენი წყალობით სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ახლა ჩვენ უკვე სრულფასოვანი ოჯახი ვართ. ეს თქვენი წყალობით.
დიდი მადლობა ო. და ს.
წყვილი ასტრალიიდან
ჩვენ ბედნიერი ავსტრალიელი მშობლები ვართ. შორი გზა გამოვიარეთ არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ შინაარსობრივადაც. თავდაპირველად ინდოეთში ვაპირებდით წასვლას, რადგან ჩვენი თანამემამულეები ძირითადად ამ გზას ირჩევენ. თუმცა ინდოეთში საკანონმდებლო ცვლილებების გამო მოგვიწია ალტერნატივის ძებნა. ბევრი პარამეტრების გათვალისწინებით არჩევანი შევაჩერეთ საქართველოზე. ეს არის ულამაზესი ქვეყანა, განვითარებული ტურიზმით, ძალიან კომფორტული საკანონმდებლო ბაზით სურაგაციის დარგში, აბსოლუტურად უსაფრთხო.
თბილისში ასებული სუროგაციის სააგენტოებიდან ძალიან სწრაფად და ცალსახად ავარჩიეთ „საერთაშორისო სუროგაციის და დონაციის სააგენტო“, და ნამდვილად არ შევცდით, რადგან ზუსტად 1 წელიწადში ქ-მა თამარმა და ქ-მა ქეთევანმა ჩვენი მზეთუნახავი გადმოგვცა ჯანმრთელი და ბედნიერი.
თქვენი გუნდი საუკეთესოა, თქვენ იცით როგორ უნდა მიუდგეთ ჩვენნაირ ფსიქოლოგიურად დასტრესილ წყვილებს. თქვენ მოგვეცით იმედი რომელიც უკვე აღარ გვქონდა. თქვენ მოგვეცით ძალა , რითიც ეს შევძელით და აი დღეს უკვე ვართ - დედა და მამა. თავი სიზმარში გვგონია
ფ. და ჯ.
წყვილი თურქეთიდან
თურქეთი ძალიან ტრადიციული ქვეყანაა და ამ ნაბიჯის გადადგმა რთულად წარმომედგინა. მაგრამ დღეს ვნანობ, რომ ამდენი წელი ტყუილად დავკარგე. ჩვენი ბიჭი დიდი ზეიმით წამოვიყვანეთ თბილისიდან. ძალიან დიდი მადლობა ყველაზე თბილ ქალბატონ ქეთევანს და უსაყვარლეს თამარს და მათ დაუზარელ და გულისხმიერ თანამშრომლებს იზის და ლელას!
გვიყვარხართ და გელოდებით ჩვენს ქვეყანაში!
წყვილი ისრაელიდან
როგორ მინდა ბევრი რამე გითხრათ ჩემო მშვენიერო ქალბატონებო. დიდი სიყვარული თქვენ ჩვენი ოჯახისგან. ჩვენი ტყუპები თავს კარგად გრძნობენ. რომ გაიზრდებიან აუცილებლად ჩამოვიყვანთ საქართველოში, რომ გავაცნოთ მათი კეთილი ფერიები.
ჩემო საყვარელო თამარ, ჩვენო მეგობარო ძალიან დიდ მადლობა, რომ ამდენი წლის შემდეგ ჩამოხვედით ჩვენთან სტუმრად და მოგვინახულეთ ჩვენ და ჩვენი პატარა ვაჟკაცი. ღმერთმა დაგლოცოთ და მოგიმართოთ ხელი თქვენს სამსახურში, რათა მსგავსი ბედნიერება კიდევ მრავალ ოჯახს მიანიჭოთ.
გკოცნით თ. და მ.
წყვილი ემირატებიდან
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ „საერთაშორისო სუროგაციის და დონაციის სააგენტოს“ მთელ გუნდს იმ სიხარულისთვის, რაც დღეს ჩვენს ოჯახში ტრიალებს. რომ არა თქვენი ასეთი რწმენა ჩვენ ამას ვერ შევძლებდით.
სიყვარულით პ. და დ.
წყვილი საქართველოდან
ქ-ნო ქეთვან და ქ-ნო თამარ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვი, რომ ქართველ ხალხს ეხმარებით გამრავლებაში. ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი საქმის მფარველი.
პატივისცემით ნ. და გ.
ჩვენ წარმოშობით საქართველოდან მაგრამ წლები წინ წასული რუსეთის მოქალაქეები ვართ. სუროგაციის პროგრამა რუსეთშიც დაშვებულია, თუმცა ძალიან რთულია მოძებნო ადგილობრივი რუსი სუროგატი დედა, რომელიც არ სვავს და არ ეწევა. სწორედ პირველ რიგში ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოში გაგვეკეთებინა ჩვენი პროგრამა. როდესაც გავიკითხეთ იმ მრავალი სააგენტოებიდან ფასიდან და საქმის მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარე თქვენი თავი გვირჩიეს. თქვენ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეთ.
წყვილი ამერიკიდან
ჩვენი ოჯახი არის სწორედ იმის მაგალითი, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ხარ, სად დაიბადე. მთავარია სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა. ჩემი მეუღლე ინდოელია, ხოლო მე ამერიკელი. ჩვენი პატარა ანგელოზი კი საქართველოში დაიბადა სუროგატი დედის მეშვეობით. მადლობა მთელ გუნდს, სწორედ თქვენი დახმარებით შევძელით გაგვევლო ეს რთული და საპასუხისმგებლო გზა.
ჩვენ მომავალშიც აუცილებლად გესტუმრებით, რადგან გვსურს მეორე შვილიც გვყავდეს.
დროებით ნ. და რ.
წყვილი ისრაელიდან
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში ბევრი სააგენტოები სთავაზობენ მსგავს სერვისს, ჩვენი არჩევანი იყავით თქვენ!!! ჩვენმა არათ ერთმა მეგობარმა გაიკეთა ჩვენამდე თქვენთან პროგრამა და სწორედ მათი რეკომენდაციით მოგმართეთ ჩვენც. ქ-ნო ქეთი, თვენ ხართ გმერთის მიერ გამოგზავნილი ანგელოზი. დიდი მადლობა ყველაფრსთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ ! შ. და ე.
წყვილი აზერბაიჯანიდან
ყველაზე ხელსაყრელი, საიმედო და იაფი საქართველო აღმოჩნდა. ჩვენ მეზობლები ვართ და ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იდეალურია საქართველო.
ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ კიდევ დიდხანს აკეთოთ ეს კეთილი საქმე.
ფ. და ა.
წყვილი ისრაელიდან
ძალიან ბევრი გვქონდა გაგებული ჩემი ნაცნობ მეგობრებიდან საქართველოზე და არ გაგვიჭირდა ნამდვილად გადაწყვეტილების მიღება. ქ-ნ ქეთის პირველად რომ შვხვდით არ დამავიწყდება მისი თბილი, ენერგიული და პროფესიონალური შეხვედრა და სიტყვა, რომ ის ჩვენ ცხრა თვის თავზე პატარა ანგელოზს გადმოგვცემდა და ზუსტად შეასრულა პირობა. მადლობა გვინდა აგრეთვე ვუთხრათ მის თანაშრომლებს იზის და ლელას რომელებიც მთელი ცხრა თვის განმავლობაში 24/7 მუდმივ კავშირზე იყვნენ და პროგრამის ირგვლივ სრულ ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდიდნენ.
გვიყვარხართ შ. და ე.
წყვილი ამერიკიდან
ვერც წარმოვიდგენდით მანამდე თუ ჩვენი შვილი საქართველოში დაიბადებოდა. გასაოცარი ქვეყანა, გასაოცარი სამზარეულო, გასაოცარი კულტურა. დიდი მომავალი გაქვთ ამ მხრივ სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში, ზუსტად იცით ჩვენნაირ წყვილებს რა და როგორი მომსახურება უნდა შესთავაზოთ. ყველაფერს გათვლილ დროში აკეთბთ და, რაც მთავარია, ყოველთვის პოზიტივი მოდის თქვენგან.
პატივისცემით
ლ. და მ.
წყვილი საფრანგეთიდან
ჩვენ ოცი წელი ველოდებოდით ამ დღეს, რომ მშობლები გამხდარიყავით და თქვენი წყალობით კელო ფერიებო მოგვყავს საქართველოდან. ქ-ნო თამარ და ქეთი, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ ჩვენთვის გააკეთეთ. თქვენ ნომერ პირველი გუნდი ხართ მსოფლიოში!!!
უ. ბ.
წყვილი აზერბაიჯანიდან
აი უკვე ორი თვე გავიდა, რაც ქვეყანას მოევლინა ჩვენი ბიჭი. ეხლა და ეხლა მოვდივართ აზრზე, რომ ეს ყველაფერი რეალობაა და არა სიზმარი. მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ყოველი წუთისთვის, რითიც ეხლა ჩვენ ვტკბებით.
მ. და ზ.
წყვილი თურქეთიდან
მიუხედავად მრავალი უშედეგო ინ ვიტრო განაყოფიერებისა, მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება სუროგატი დედის სერვისით გვესარგებლა. ვინაიდან თურქეთის კანონმდებლობა კრძალავს სუროგაციას, გადავწყვიტეთ საქართველოში წავსულიყავით და იქ გვესარგებლა ამ სერვისით. პირველი გადატანა სუროგატთან უშედეგო აღმოჩნდა, ხოლო მეორე გადატანა გაყინული ემბრიონებით უკვე შედეგით დასრულდა. ქ-ნო თამარ, რომ არა თქვენი შემართება, ჩვენ დღეს ამ ორ პატარას სახლში ვერ წავიყვანდით.
პატივისცემით და სიყვარულით
ი.ზ.
წყვილი ესპანეთიდან
ესპანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე ბევრი ჩვენნაირი წყვილი მიმართავს სუროგაციის პროგრამას სხვადასხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შატატები საუკეთესოა,თუმცა ფასები ძალინ კოლოსალურია. როდესაც მოვიძიეთ მსოფლიოში სუროგაციის პროგრამა კანონით სად იყო დაშვებული, აღმოვაჩინეთ რომ იყო ევროპული გეზის მქონე პატარა ქვეყანა რამაც ძალიან დაგვაინტერესა. გადავწყვიტეთ პატარა სამოგზაურო ტური მოგვეწყო და თან ყველა მსგავსი სერვისის სააგენტოს გავსაუბრებოდით. ჩვენი ინტერესი შევაჩერეთ „საერთაშორისო სუროგაციის და დონაციის სააგენტოზე“.
წყვილი ავსტრალიიდან
მადლობა ქ-ნო თამარ და ქ-ნო ქეთი ასეთი პატარა ანგელოზი რომ შემოუშვით ჩვენს ოჯხში. სამადლობელო სიტყვები არ მყოფნის იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენ ჩვენთვის გააკეთეთ. ყველას მივაწვდენ ხმას და ვეტყვი, რომ არის პატარა ქვეყანა, სადაც ძალიან თბილი გარემო დახვდებათ და პროფესიონალთა გუნდი.
პატივისცემით პ. და ჯ.