დამფუძნებლები

ქეთევან რობაქიძე  

ექიმი მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.                                                           
გაგაცნობთ ქეთევან რობაქიძეს -  შპს „ჯუნო სუროგაცია“ - ს დამფუძნებელს და დირექტორს, გამოცდილ ექიმ - გინეკოლოგს და ბევრისთვის  უსაყვარლეს ადამიანს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მათი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. დიახ, მისი საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე იგი ხშირად ერთდროულად ორ ადამიანზე იღებდა  პასუხისმგებლობას ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

ქეთევანმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, დისერტაცია დაიცვა ქალაქ მოსკოვში და მიღებული აქვს მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი. მას ასევე მიღებული აქვს სერტიფიკატი „ჯანდაცვის ორგანიზაციასა“და „მეან-გინიკოლოგია და პერინატალურ მედიცინაში“; დაჯილდოვებულია საქართველოს დამსახურებული მედიკოსის მედლით. აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის გამოქვეყნებულია 37.

სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ქეთევანი მუშაობდა ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს დედათა და ბავშვთა განყოფილების ექიმად, შემდეგ იყო სამედიცინო ცენტრის „ქორწინება და ოჯახის “დამფუძნებელი და დირექტორი, შპს „სამედიცინო ტურიზმის “დამფუძნებელი და დირექტორი, შპს „სუროგაციისა და დონაციის ცენტრი „Family Planning”-ის დამფუძნებელი და დირექტორი.

ეს რეგალიები ბევრი ექიმისთვის საოცნებოა, მაგრამ უმთავრესი, რაც ქეთევანის, როგორც პროფესიონალის და პიროვნების ღირსებას უსვამს ხაზს , გახლავთ - მისი მადლიერი პაციენტები. პაციენტებთან ურთიერთობა ხომ მთელი მეცნიერებაა და ნამდვილი ხელოვნება, რომელსაც ქეთევანი სრულყოფილად ფლობს! მისი კეთილგანწყობა, მეგობრული და ტაქტიანი დამოკიდებულება პაციენტისადმი ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ექიმსა და პაციენტს შორის. დღევანდელი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე კი, მრავალი წყვილის ცხოვრებაში ქეთევანი წარმოადგენს იმ ერთადერთ მაშველ რგოლს, რომელიც მათ ცხოვრებას აზრს სძენს და ბედნიერებით ავსებს!

ქეთევანს მიაჩნია, რომ ადამიანი ჯანსაღი ამბიციების გარეშე იგივეა , რაც ფრინველი ფრთების გარეშე. 

ტელ: (+995) 577 51 55 22
ელ.ფოსტა: robakidze.keti@gmail.com


--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 
თამარ გვაზავა 

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი    

მინდა წარმოგიდგინოთ საკუთარი თავი. ჩემი სახელია თამარ გვაზავა (ჯუნო სუროგაციის დამფუძნებელი და დირექტორი). დავიბადე და გავიზარდე თბილისში ექიმისა და სამართალდამცავის ოჯახში. დედა ბებია ქალად მუშაობდა, ხოლო მამა, პოლიციის პოლკოვნიკი, ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ჩემს მშობლებს პირველი შვილის გარდაცვალების შემდეგ ათი წლის განმავლობაში ჰქონდათ უშვილობის პრობლება და დიდი ძალისხმევისა და ბრძოლის შედეგად ბოლოს მეც მოვევლინე ამ ქვეყანას მათი ოცნებების გვირგვინად! ბავშვობაში ხშირად მესმოდა დედასგან მისი განცდების შესახებ, რაც ძალიან გულს მტკენდა ერთის მხრივ და მაბედნიერებდა მეორეს მხრივ, რადგან განუზომელი სიყვარულის წყაროდ ვგრძნობდი თავს.  როგორ ვიფიქრებდი, რომ გავიდოდა წლები და მომეცემოდა იმის საშუალება, რომ სწორედ მსგავსი პრობლემების მქონე წყვილებს დავხმარებოდი და ასეთი ბედნიერების განცდა მეჩუქებინა. ძალიან კარგად მესმის თითოეული წყვილის, რადგან სწორედ მსგავსი გზა გაიარეს ჩემმა მშობლებმაც. მათ არავინ დახმარებია, თავად გაარღვიეს წყვდიადი. სწორედ ამიტომ მინდა  გზა გავუკვალო წყვილებს და ხელჩაკიდებული მივიყვანო საკუთარ ბედნიერებასთან შესახვედრად.

მთელი ბავშვობა სცენაზე გავატარე ვმღეროდი და  ვცეკვავდი საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ ჯგუფში და პარალელურად სიმფონიურ ორკესტრთან მქონდა სოლო კონცერტები. მიუხედავად რთული პოლიტიკური ვითარებისა, ჩემმა მშობლებმა  შეძლეს ლაღი ბავშვობა მოეცათ ჩემთვის. განათლება მივიღე საქართველოს შ.რუსთაველის სახელობის თბილისის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დავამთავრე ხელოვნებათმცოდნეობა და  პიარ მენეჯერის ფაკულტეტი, აგრეთვე - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ფორტებიანოს განხრით). ვარ  შემოქმედი ადამიანი და ნებისმიერ საკითხს შემოქმედებითად ვუდგები.

ჩემი  მოღვაწეობა სუროგაციის და დონაციის სფეროში დაიწყო 2008 წელს კომპანია  „ნიუ ლაიფ ჯორჯიაში“, სადაც  2013 წლამდე  ვმუშაობდი   სხვადასხვა პოზიციებზე. კერძოდ  საერთაშორისო პაციენტების, სამედიცინო, კვერცხუჯრედების  დონორების და ორსული სუროგატების პროგრამების კოორდინატორად. 2014 წლიდან  ვიყავი  შპს “ აი ვი ეფ  ტურს ჯორჯიას“ დირექტორი და საერთაშორისო პაციენტების პროგრამების კოორდინატორი.

 2015 წლიდან  სამედიცინო ტურიზმის კომპანიის  შპს „აი ვი ეფ ბეიბის ფრომ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და დირექტორი. ხოლო 2017 წლიდან  ვარ  შპს „ჯუნო სუროგაციას“ დამფუძნებელი და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

მიმაჩნია, ადამიანი თავისი საქმის ჭეშმარიტ პროფესიონალად სწორედ მაშინ  ყალიბდება, როდესაც მისი კარიერული მოღვაწეობა იწყება ქვედა საფეხურებიდან. აგრეთვე, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სირთულე სამყაროს მიერ ჩვენზე დაშვებული გამოცდაა, რომელიც ძალიან გვაძლიერებს.  ნებისმიერი სირთულე არის ღმერთისგან გამოგზავნილი გამოცდა რომელიც ძალიან გვაძლიერებს.

ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, მთავარია ვირწმუნოთ ჩვენი შესაძლებლობები!


ტელ: (+995) 599 342 302
ელ.ფოსტა: tamunagvazava@yahoo.com