IVF / ICSI / PGD

ინ ვიტრო განაყოფიერება საქართველოში

უშვილობა 21 საუკუნის სენია. თანამედროვე მედიცინაში ინ ვიტრო განაყოფიერება ითვლება მკურნალობის საუკეთესო მეთოდად.


ბევრი წყვილი ამ დიაგნოზის დადგენისას რიგ მიზეზთა გამო არჩევს მკურნალობის ჩატარებას საკუთარი ქვეყნის გარეთ. ამ მხრივ საქართველო მეტად პოპულარულია, რადგან კლინიკებში დაცულია პაციენტების ანონიმურობა, კანონმდებლობა   ხელსაყრელია, მედიცინის ეს დარგი - ინ ვიტრო განაყოფიერება - საკმაოდ განვითარებულია და პროცედურები აბსოლუტურად იდენტურია, როგორც ევროპასა და ამერიკაში, მაგრამ ფასები საგრძნობლად დაბალია. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა.


ინ ვიტრო განაყოფიერება არის პროცედურა, როდესაც ქალის ასპირაციის შედეგად ამოღებული კვერცხუჯრედით და მამაკაცის სპერმატოზოიდით იქმნება ემბრიონი, რომელიც  გადადის საშვილოსნოს ღრუში.


მას შემდეგ, რაც ჩატარდება ყველა სათანადო გამოკვლევა და პაციენტის მდგომარეობა იძლევა ინვიტრო პროცედურის ჩატარების საშუალებას, იწყება მკურნალობის პროცესი, რომელიც პირობითად შეიძლება დავყოთ რამდენიმე ეტაპად:


•    სტიმულაცია
•    ფოლიკულების ასპირაცია
•    ინ ვიტრო განაყოფიერება  ლაბორატორიულ პირობებში
•    ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში


PGD (პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა)


PGD (პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა) არის გენეტიკური დიაგნისტიკა, რომელსაც მიმართავენ ინ ვიტრო განაყოფიერებისას, როდესაც ემბრიონს აქვს გენეტიკური დაავადებების განვითარების რისკი. ემბრიონის განვითარების მესამე დღეს, როდესაც იგი შედგება 8 უჯრედისგან, იღებენ 1 უჯრედს PGD - ს ჩასატარებლად. აღსანიშნავია, რომ ეს პროცედურა არ ვნებს ემბრიონს და ის აგრძელებს ნორმალურ განვითარებას.



რატომ  PGD?


იმიტომ რომ, დიაგნოსტიკის ეს თანამედროვე მეთოდი საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ ემბრიონის პრობლემები კრიტიკული მომენტის დადგომამდე.


PGD - ს ჩატარება რეკომენდებულია:


• დედის ასაკი 36 წელზე მეტი
• ოჯახურ ანამნეზში არსებული რაიმე გენეტიკური დაავადება, ისეთი როგორიცაა მაგალითად: ცისტური ფიბროზი,ჰემოფილია და სხვა მრავალი.

PGS (პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი) 


თუ მომავალ მშობლებს აქვთ უნაყოფობის ან არაერთგზის შეწყვეტილი ორსულობის გამოცდილება, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი (PGS), რათა გაიზარდოს წარმატებული ორსულობის ალბათობა ჩვენს პროგრამებში.

PGS - ს ჩატარება რეკომენდებულია:

• დედის ასაკი 36 წელზე მეტი;
• წარუმატებელი ფეხმძიმობები;
• როდესაც ანამნეზში არის ფეხმძიმობა ნაყოფის ქრომოსომული დაავადებებით;
• IVF- ის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა;
• ქრომოსომული ტრანსლოკაციები ერთ-ერთ მშობელთან

PGD და PGS  - ეს არის სკრინინგის პროცესები, მიმართული ჯანმრთელი ემბრიონის იმპლანტაციის შანსების გაზრდაზე. PGS ამოწმებს ზედმეტ ან ნაკლულ ქრომოსომებს, მაშინ როდესაც  PGD ეძებს გენში დეფექტებს, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს გენეტიკური გადახრები.