სუროგაცია აივ ინფიცირებული მშობლებისთვის

ინფექცია შეიძლება გადაეცეს მხოლოდ სქესობრივი გზით, პარენტერულად (პირდაპირ სისხლში მოხვედრით) და ასევე ვერტიკალურად (ორსულობის დროს დედისგან - ბავშვზე პლაცენტის დაზიანების შემთხვევაში ან მშობიარობის დროს ბავშვის კანის დაზიანების შემთხვევაში, აგრეთვე ძუძუთი კვებისას). ყოველდღიურ ცხოვრებაში ვირუსი არ არის გადამდები, ასე რომ, ინფიცირებულები არიან ე.წ. "დისკონტირებული წყვილები", როდესაც ოჯახის ერთი წევრი აივ-დადებითია, ხოლო მეორე კი არ არის ამ ინფექციის მატარებელი.

სამწუხაროდ, არსებობს აივ ინფიცირებული ადამიანები, რომლებსაც ასევე აწუხებთ უშვილობის პრობლემა.

 


როგორ ტარდება ინ ვიტრო განაყოფიერება აივ ინფიცირებულთათვის?

 

მშობლები გადიან სავალდებულო სპეციალურ თერაპიას ვირუსული დატვირთვის შესამცირებლად.
შემდეგ საჭიროა სათანადოდ შეფასდეს ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეები და განხილული იქნას დონორის სპერმის (ინფიცირებული მამაკაცის შემთხვევაში) ან დონორის კვერცხუჯრედის (ინფიცირებული ქალის შემთხვევაში) გამოყენების საშუალება. თუ თქვენ მაინც გადაწყვიტეთ მიიღოთ მონაწილეობა პროგრამაში, მაშინ სპერმა გაივლის გაწმენდის პროცედურას.


აგრეთვე ჩვენი სააგენტო შეგირჩევთ ისეთ სუროგატ დედას, რომელიც ინფორმირებული იქნება იმ მინიმალურ რისკებზე, რაც შეიძლება თან სდევდეს ორსულობას (არსებობს სპეციალური თანხმობის ფორმა, რაზეც ხელს აწერს სუროგატი დედა ემბრიონის საშვილოსნოში გადატანამდე).


როგორია მომავალი ბავშვის ან სუროგატი დედის აივ ვირუსით ინფიცირების ალბათობა?

CREATEE ქსელის (3390 რეპროდუქციული ციკლის) შედეგების მიხედვით: ვირუსის გადაცემის ალბათობა ნულოვან ნიშნულთან არის 0-0.09%. ESHRE- ის მონაცემებით, 2010 წლისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპაში სპერმის გაწმენდით  (15,000 ციკლი) განხოლციელებული ინ ვიტრო განაყოფიერების დროს აივ ინფექციის გადაცემის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.