კვერცხუჯრედის დონაციის პროგრამა

კვერცხუჯრედის დონაცია - ეს არის დონორის კვერცხუჯრედის განაყოფიერება პოტენციური მამის სპერმით. რადგანაც სასურველი ფეხმძიმობის მიღების პროცესში ერთვება მესამე პირი - კვერცხუჯრედის დონორი - კლინიკის წინაშე დგება ამოცანა პოტენციური დონორის შერჩევა გარკვეული კრიტერიუმებით და ასევე ეთიკური ნორმების ზედმიწევნით დაცვა. ეს პროცესი საკმაოდ ემოციურია მშობლებისთვის.


კვერცხუჯრედის დონორი შეიძლება გახდეს 21-დან 31 წლამდე ასაკის ქალი. გამოკვლევებმა უნდა დაადასტუროს, რომ ის სავსებით ჯანმრთელია როგორც რეპროდუქტოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. დონორის კვერცხუჯრედები ინ ვიტრო მეთოდით ნაყოფიერდება.


დონორი შეირჩევა პაციენტთან მაქსიმალურად დაახლოვებული ფენოტიპით და სისხლის ჯგუფით. ამის შემდეგ იწყება პაციენტისა და დონორის ციკლის სინქრონიზაცია. სპეციალური მედიკამენტების მეშვეობით ხდება დონორის საკვერცხეების სტიმულაცია და კვერცხუჯრედების მომწიფების დროს ხდება მათი ასპირაცია. შემდეგ ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში ხდება მათი განაყოფიერება პარტნიორის სპერმით  და  მკურნალობის საბოლოო ეტაპია ემბრიონების გადატანა დედის საშვილოსნოს ღრუში  ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ. ეს უმტკივნეულო პროცედურაა და არ საჭიროებს ანესთეზიას. 


ზოგჯერ დონორის კვერცხუჯრედის გამოყენება წარმოადგენს ქალისთვის  ერთადერთ გზას, რომ იყოლიოს, ატაროს და გააჩინოს ბავშვი, რომელიც არა მარტო მისი ქმრის სისხლი და ხორცი იქნება ბიოლოგიური ფაქტორის გამო (დიახ განაყოფიერების დროს ხომ ქმრის სპერმა გამოიყენება), არამედ მისი საკუთარიც. წარმოიდგინეთ, ფეხმძიმობის 9 თვე, ბავშვის პირველი მოძრაობის შეგრძნება, მასთან მუდმივი კავშირი დაბადებამდე  და პირველი შეხება დაბადებისას! ყოველივე ეს მთლიანად წაშლის მეხსიერებიდან, რომ ჩასახვისას დონორის კვერცხუჯრედი იყო გამოყენებული.