საქართველო
საქართველო საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა. იგი ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციალპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია. საკმაოდ მცირე ტერიტორიაზე განთავსებულია თბილი ზღვა, დიდებული მთები, უძველესი ეკლესიები და ტაძრები, ძველი ქალაქები, გამოქვაბულები, ჩანჩქერები, მდინარეები და ტბები. მაგრამ რაც მთავარია, ტურისტების უმრავლესობას ეს ქვეყანა გულწრფელად უყვართ და იზიდავს არა მარტო მისი მრავალრიცხოვანი ღირშესანიშნაობების, არამედ ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობისა და უგემრიელესი სამზარეულოს გამო.
საქართველო შიდასახელმწიფოებრივი სახელია, ხოლო მისი ევროპული სახელი Georgia სავარაუდოდ მოდის წმინდა გიორგის ამ ქვეყანაში დიდი პოპულარობიან გამომდინარე.
თბილისი საქართველოს დედაქალაქია, რომლის ისტორიაც ათას წელზე მეტს ითვლის. ის არის მტკიცე ქრისტიანობის კერა, მაგრამ ამავდროულად საოცრად ტოლერანტული ქვეყანა, რაც დასტურდება აქ მცხოვრებთა სხვადასხვა რელიგიური ტრადიციებით. ამ ქალაქში თქვენ ნახავთ ერთად თავმოყრილ მეჩეთს, სინაგოგას, ეკლესიას და სხვადასხვა აღმსარებლობის მიმდევართა სამლოცველოებს.
ვიზა
მსოფლიოს 90 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ვიზა არ ესჭიროება. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს სავიზო დეპარტამენტს https://www.geoconsul.gov.ge/ka/visaInformation
ვალუტა
ოფიციალური ვალუტაა ლარი. ყველა დიდ ქალაქში შეგიძლიათ გადაცვალოთ ძირითადი ვალუტები დოლარი, ევრო, რუბლი, ლირა.
გაცვლითი კურსი იხილეთ საქართველოს ეროვნული ბანკის გვერდზე https://www.nbg.gov.ge/index.php?m=582&lng=eng
ინტერნეტი
ორი ძირითადი მობილური ოპერატორი MAGTI, GEOCELL 4G სერვისით და კარგი დაფარვით. თბილისის ცენტრალურ რაიონებში არის უფასო “Tbilisi Loves You” Wi Fi მომსახურება.
საცხოვრებელი
თბილისში საცხოვრებლის ფართო არჩევანია, როგორც დაბალ ბიუჯეტიანი ტურისტისთვის ($30-50 დღე-ღამეში კომფორტულ ჰოსტელში), ისე მაღალი დონის სატუმროები ლუქს კლასის სტუმრებისთვის.
ცხელი ხაზი
ყველა საგანგებო სამსახური (სასწრაფო, სახანძრო, პოლიცია) ხელმისაწვდომია ერთ სატელეფონო ნომერზე 112
ტრანსპორტი
თბილისის საქალაქო ტრანსპორტი მეტად ხელმისაწვდომია. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სახეობებით: ავტობუსი, მეტრო, მინი ავტობუსი, ტაქსი.
მეტი ინფორმაცია იხილეთ საიტზე: www.sakurageorgia.com